ფეხბურთი

13:55 | 25.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" "ინტერის" მცველით ინტერესდება

„ლივერპული“ მილანის „ინტერისა“ და ნიდერლანდების ნაკრების მარჯვენა მცველის, დენზელ დუმფრისის სიტუაციას აკვირდება.

ნიკოლო სკირს ცნობით, ინგლსიური კლუბის ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყოს თუ არა, ტრანსფერზე მუშაობა. დუმფრისის გამოსასყიდი ფასი მხოლოდ 25 მილიონი ევროა, რაც არც ისე დიდი თანხაა, მით უფრო პრემიერლიგის კლუბისთვის.

30 წლის დენზელ დუმფრისი „ინტერში“ 2021 წლიდან თამაშობს და 203 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის როტერდამის „სპარტას“, „ჰერენვენისა“ და პსვ ეინდჰოვენის ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164864