ფეხბურთი

16:50 | 25.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ედერ მილიტაო მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ და ბრაზილიის ნაკრების მცველი ედერ მილიტაო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.

ბრაზილიელი მცველი ისევ დაშავდა და წინა ტრავმის შედეგად მიღებული ნაწიბური ხელახლა გაიხსნა, რის გამოც, ოპერაცია სჭირდება. ფეხბურთელმა გადაწყვიტა ოპერაციის გაკეთება, რათა შემდგომი რისკები თავიდან აიცილოს, ეს კი ნიშნავს, რომ 4-5 თვე ვერ ითამაშებს და მოედანზე აგვისტოში ან სექტემბერში თუ დაბრუნდება. რაც თავისთავად გამოიწვევს მუნდიალის გამოტოვებას.

ოპერაციის გარეშე მილიტაოს ერთ თვეში დაბრუნების შანსი ჰქონდა, მაგრამ არსებობდა ტრავმის რეციდივის რისკი.

ედერ მილიტაომ მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით 21 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087277