ფეხბურთი

17:34 | 25.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდი" "მიდლსბროსთან" განადგურდა, ქართველებს არ უთამაშიათ

ინგლისის ჩემპიონშიფის 45-ე ტურში „უოტფორდი“ „მიდლსბროსთან“ 1:5 განადგურდა, ხოლო ქართველ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ.

საბა გოგლიჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე 90 წუთის განმავლობაში სათადარიგო სკამზე დარჩნენ. ედ სტილის გუნდმა „ბოროს“ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა.

ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში გოლი არ გაუტანია, მხოლოდ 3 საგოლე პასით გამოირჩა, გოგლიჩიძემ კი იანვრიდან დღემდე ინგლისურ გუნდში 11 თამაში ჩაატარა.

„უოტფორდი“ საშინელ ფორმაშია, ბოლო 7 ტურში ორი ქულა მოიპოვა, ბოლო ოთხი მატჩი სულაც წააგო და 57 ქულით მე-16 ადგილზეა, ბოლო ტურში კი 2 მაისს, „ქოვენთრის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160745