„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა ბრუნო ფერნანდეშმა განაცხადა, რომ მისი მიზანი პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
გარდა ამისა, ისაუბრა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომლის მოგება მას პირველ რიგში, კრიშტიანუ რონალდუს გამო სურს.
„მინდა პრემიერლიგის მოგება, მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება. ამას არასდროს ვმალავ. როდესაც მაიკლ კერიკი მოვიდა, იმ მომენტში არასდროს გვიფიქრია, რომ მესამე ადგილზე გავიდოდით...
ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატის კრიშტიანუ რონალდუს მოგებით დასრულება საოცარი რამ იქნებოდა. ძალიან იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ... არა მხოლოდ პორტუგალიისთვის, არამედ ყველაფრისთვის, რაც კრიშტიანუმ ფეხბურთსა და მსოფლიოს მისცა“, - თქვა ბრუნომ.





