ფეხბურთი

18:49 | 25.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფინალი მე-4 ლიგის საგზურისთვის: როცა 106 ქულა აღზევებისთვის საკმარისი არაა

ინგლისის National League-ს ბოლო ტურში ნამდვილი ფინალი გაიმართა, რომელშიც „როჩდეილმა“ „იორკ სიტის“ უმასპინძლა.

პირველადგილოსანი ლიგა 2-ში (მეოთხე დივიზიონში) გადავიდოდა და მატჩამდე ასეთი სატურნირო მდგომარეობა იყო: „იორკს“ 107 ქულა ჰქონდა, „როჩდეილს“ – 105.

შესაბამისად, „როჩდეილს“ აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, მეტოქეს ფრეც აწყობდა. „როჩდეილმა“ ნანატრი გოლი 95-ე წუთზე გაიტანა და დაწინაურდა. სტადიონი სიხარულისგან გაგიჟდა, თითქოს, მათი საყვარელი გუნდი დაწინაურდებოდა ერთი დივიზიონით.

თუმცა, არა - 103-ე წუთზე „იორკ სიტმა“ ბოლო შეტევით მოახერხა გათანაბრება და გუნდებმა 1:1 ითამაშეს. ეს ნიშნავს, რომ „იორკი“ 108 ქულით გადავიდა მეოთხე დივიზიონში, ხოლო „როჩდეილმა“ 106 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ნამდვილად, დრამატული ფინიში იყო.

„როჩდეილი“ მეოთხე დივიზიონის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს, სადაც ნახევარფინალიდან ჩაერთვება, შესაბამისად, ორი მეტოქის დამარცხება მოუწევს მიზნის მისაღწევად.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087866