ჭიდაობა

19:39 | 25.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო-ვერცხლის გარეშე: საქართველოს მაქსიმუმი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო იქნება

თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფინალისტი არ ეყოლება. 10 წონაში ერთმა ქართველმაც ვერ შეძლო გადამწყვეტ შეხვედრამდე მისვლა.

დღეს, ტურნირში 5 ქართველი მოჭიდავე ჩაერთო, საიდანაც ორმა ასპარეზობა დაასრულა, სამს კი ბრინჯაოს შანსი აქვს.

74 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ელბაქიძემ უკრაინელი იჰორ ნიკოფორუკი 8:4 დაამარცხა, მაგრამ შემდეგ აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან 1:2 წააგო და ხვალ ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

86 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძემ ფრანგი რახიმ მაგამოდევოი 9:1 და გერმანელი ჯოშუა მოროდიონი 7:3 დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში რუს იბრაგიმ კადიევთან ისიც დამარცხდა - 4:9. შესაბამისად, მისი მაქსიმუმი ბრინჯაო თუ იქნება.

92 კგ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძემ მარცხი განიცადა პირველ წრეში, თუმცა მისი მეტოქე ფინალშია და ქართველი რეპეშაჟში გაიყოლა.

დღეს, უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა გიორგი ღონიაშვილმა (61 კგ) და სოლომონ მანაშვილმა (125 კგ).

ასე რომ, საქართველოს ნაკრებისთვის შეჯიბრი ფინალის გარეშე დასრულდა. მაქსიმუმი 6 ბრინჯაო თუ იქნება - დღეს ამის შანსი სამ მოჭიდავეს აქვს, ხვალაც - სამს.

მანამდე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა, თუმცა, ოქროს მედალი ქართველებმა ვერც აქ მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097864