ფეხბურთი

19:48 | 25.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

0:3-დან 4:3 - "ბაიერნის" საოცარი ქამბექი

მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონი წინა ტურში გახდა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი აქვს სამ დღეში, მაგრამ ბუნდესლიგაში მაინც არაფერს თმობს.

ვენსან კომპანის გუნდმა 31-ე ტურში „მაინცთან“ სტუმრად 4:3 მოიგო, თანაც ისე, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 0:3 მარცხდებოდა.

„მაინცმა“ შესანიშნავად ჩაატარა პირველი ტაიმი, „რეკორდმაისტერს“ სამი უპასუხო გოლი გაუტანა, მაგრამ მეორე ნახევარში მანქანა ამუშავდა. ნიკოლას ჯექსონმა, მაიკლ ოლისემ, ჯამალ მუსიალამ და ჰარი კეინმა საოცარი ქამბექის საფუძველი ჩაყარეს.

„ბაიერნს“ 113 გოლი აქვს ბუნდესლიგაში „რეალის“ რეკორდს უტევს, რომელმაც 2011-2012 წლების სეზონში 121 გოლი გაიტანა. სავარაუდოდ, დარჩენილ სამ ტურში „ბაიერნს“ 9 გოლის გატანა არ გაუჭირდება.

„ბაიერნს“ 28 აპრილს, „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162608