ფეხბურთი

20:09 | 25.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ პრემიერლიგის 34-ე ტურში „კრისტალ პალასი“ დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის მატჩი „ლივერპულსა“ და „კრისტალ პალასს“ შორის მერსისაიდელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ალექსანდრ ისაკმა „წითლები“ 34-ე წუთზე დააწინაურა. ხოლო ენდრიუ რობერტსონმა გუნდის უპირატესობა მე-40 წუთზე გააორმაგა. სტუმარმა დანიელ მუნიოსმა 71-ე წუთზე ანგარიში შეამცირა. ფლორიან ვირტცმა კი 90+6 წუთზე საბოლოო წერტილი დასვა.

ამ თამაშის შემდეგ, „ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 58 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „კრისტალ პალასი“ 43 ქულით მეცამეტეზე.

.ინგლისი. პრემიერლიგა. 34-ე ტური. 25 აპრილი: ფულემი - ასტონ ვილა 1:0, ვესტ ჰემი - ევერტონი 2:1, ვულვერჰემპტონი - ტოტენჰემი 0:1, ლივერპული - კრისტალ პალასი 3:1, არსენალი - ნიუკასლი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087198