ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურში „ხეტაფესა“ და „ბარსელონას“ შორის მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით 0:2 დასრულდა.
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ფერმინ ლოპესმა მატჩის პირველი გოლი 45-ე წუთზე გაიტანა. თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა კი მასპინძელი გუნდის უპირატესობა 74-ე წუთზე გააორმაგა და საბოლოო ანგარიში 2:0 გახადა.
ლა ლიგის 33 მატჩის შემდეგ, „ბარსელონას“ 85 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს. „ხეტაფე“ 44 ქულით მეექვსე ადგილზეა.
„ბარსელონა“ ლა ლიგის მომდევნო მატჩში (2 მაისი) „ოსასუნას“ სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო მეორე დღეს „ხეტაფე“ „რაიო ვალეკანოს“ საკუთარ მოედანზე მიიღებს.





