ფეხბურთი

21:41 | 25.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "ბოლომდე ვიბრძოლებთ, არ დავნებდებით"

„ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგის 31-ე ტურში „ზანკტ პაულისთან“ გოლის და გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ქართველმა ფორვარდმა ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრაში გამოიჩინა თავი და გუნდს ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ეხმარება:

„სამი ქულა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამ გამარჯვებით შვებით ამოვისუნთქეთ. კარგად ვითამაშეთ და ბოლო სამ თამაშშიც ყველაფერს გავაკეთებთ. სწრაფმა გოლმა თავდაჯერებულობა შეგვმატა. მიუნხენში შემდეგი თამაში ჩვენთვის ძალიან რთული იქნება, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ და არ დავნებდებით“, - თქვა ბუდუმ.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა, მათ შორის, ზედიზედ მესამე, რადგან წინა ტურში „ფრაიბურგის“ კარი დალაშქრა, იქამდე, „უნიონსაც“ გაუტანა. კარიერაში მას ბუნდესლიგაში 6 გოლი აქვს, 4 მიმდინარე (17 მატჩში) და 2 გასულ სეზონში (ასევე 17 მატჩში, ოღონდ, შარშან 3 საგოლე პასიც ჰქონდა).

„ჰაიდენჰაიმი“ 22 ქულით ბოლო ადგილზე რჩება, მაგრამ პლეი-აუტის ზონაში მყოფ „ზანკტ პაულის“ 4 ქულით ჩამორჩება და თეოირულ შანსს ისევ ინარჩუნებს. მომდევნო ტურში ფრანკ შმიდტის გუნდი 2 მაისს, „ბაიერნს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087552