„დინამო თბილისში“ მთავარი მწვრთნელის რანგში თემურ ქეცბაიას დებიუტი შედგა, რომელიც მისთვის წარმატებული გამოდგა.
„დინამო“ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში „სამგურალს“ ესტუმრა და წარუმატებელი სერია შეწყვიტა. თბილისური გუნდი ამ შეხვედრას 7-მატჩიანი მოუგებელი სერიით შეხვდა, მაგრამ სამი ქულა როგორც იქნა, მოიპოვა.
„დინამო თბილისი“ პირველ ტაიმში მათე ვაწაძემ დააწინაურა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა. გამოცდილმა ფორვარდმა მეორე ტაიმში, კერძოდ, 62-ე წუთზე დუბლი შეასრულა და სხვაობა გააორმაგა.
69-ე წუთზე სტუმრები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ ირაკლი სირაძის გაძევების გამო, მაგრამ გამარჯვება მაინც მოახერხა. წყალტუბოელთა მაქსიმუმი პრესტიჟის გოლი იყო, რომელიც 82-ე წუთზე პაბულუ რიანმა გაიტანა - 1:2.
ამრიგად, ქეცბაიამ გამარჯვებით დაიწყო და „დინამოსთვის“ ეს სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„დინამო თბილისმა“ 11 ქულა დააგროვა, მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ შეხვდება, ხოლო „სამგურალი“ 8 ქულით მეცხრეა და „გაგრას“ დაუპირისპირდება. იმერული გუნდისთვის ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა.
„სამგურალი“ – „დინამო თბილისი“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ვაწაძე (33, პენ), 0:2 ვაწაძე (62), 1:2 რიანი (82)





