„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში სტუმრად „ანჟერი“ დაამარცხა, „ლანსთან“ უპირატესობა გაზარდა, რითაც ჩემპიონობას ძალიან მიუახლოვდა.
ლუის ენრიკეს გუნდმა მართლაც უმარტივესად მოიგო, იმდენად, რომ შეგვიძლია ვთქვათ - „ბაიერნამდე“ ივარჯიშა. მეშვიდე წუთზე ანგარიში კან-ინ ლიმ გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს სენი მაიულუმ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ლუკას ბერალდომ მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გარდა იმისა, რომ პსჟ-მ მოიგო და 6 ქულით გაუსწრო „ლანსს“, რაც უდიდესი ნაბიჯია ჩემპიონობისკენ, „ბაიერნთან“ მატჩამდე გუნდის ლიდერებსაც დასვენების საშუალება მიეცა. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას, დეზირე დუეს და უსმან დემბელეს საერთოდ არ უთამაშიათ და ისინი „ბაიერნთან“ მატჩს დასვენებულები შეხვდებიან.
„პარი სენ-ჟერმენი“ 2 მაისს „ლორიანს“ უმასპინძლებს, მაგრამ მანამდე 28 აპრილს, „ბაიერნს“ ასევე, პარიზში დაუპირისპირდება.
„ანჟერი“ - პსჟ 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 ლი (7), 0:2 მაიულუ (39), 0:3 ბერალდო (52)





