კალათბურთი

23:22 | 25.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის შესანიშნავმა თამაშმა "ტენერიფე" მარცხისგან ვერ იხსნა

ესპანეთის ლიგა ენდესას 28-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „მურსიასთან“ 80:86 დამარცხდა, მაგრამ ქართველ ცენტრს შესანიშნავი თამაში ჰქონდა.

„ტენერიფე“ იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმი ჩააგდო, რაც საბოლოოდ წაგების ფასად დაუჯდა.

შერმადინმა 25 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგიმ 7-დან 6 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა. ქართველი ცენტრი თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.

„ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 17 მოგებით და 11 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 მაისს, „მორაბანკ ანდორას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091484