„მანჩესტერ სიტიმ“ ასოციაციის თასის ნახევარფინალში „საუთჰემპტონი“ 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხედ გავიდა ფინალში.
ანგარიში სტუმარმა ფინ ეიზასმა გახსნა 78-ე წუთზე, სამ წუთში ჟერემი დოკუმ გაათანაბრა, 97-ე წუთზე კი ნიკო გონსალესმა გაარჯვების გოლი გაიტანა.
2022/2023 წლების ფინალში „ქალაქელებმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხეს (2:1). მომდევნო სეზონში პეპ გვარდიოლას გუნდი „წითელ ეშმაკებთან“ დამარცხდა (1:2), ხოლო გასულ სეზონში „ცისფერმა“ „კრისტალ პალასთან“ (0:1) წააგეს. . მომავალ ფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ჩელსისა“ და „ლიდს იუნაიტედის“ მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.







