ფეხბურთი

23:59 | 25.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილმა ტრავმა მიიღო, "სენტ ეტიენი" ზედიზედ მეორედ დამარცხდა, "ტრუა" ლიგა 1-ში დაბრუნდა

„სენტ ეტიენი“ ლიგა 2-ის 32-ე ტურში საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ „ტრუასთან“ 0:3 დამარცხდა და ზედიზედ მეორე თამაში წააგო, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა ტრავმა მიიღო.

ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ ტრავმის გამო მე-16 წუთზე შეცვალეს. ჯერ უცნობია დაზიანების ხარისხი და თუ რამდენ ხანს მოუწევს უქმობა.

ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 13 გოლით ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა.

„სენტ ეტიენი“ 57 ქულით მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა, „ლე მანს“ ერთი ქულით ჩამორჩა. მესამე ადგილი კი ლიგა 1-ში გადასასვლელი არ არის, მხოლოდ პლეი-ოფში მონაწილეობის უფლებას იძლევა. მომდევნო ტურში „მწვანეები“ 2 მაისს, „როდეზს“ ესტუმრებიან.

თავის მხრივ, „ტრუამ“ უკვე მოიპოვა ლიგა 1-ის საგზური და ფრანგული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086517