„ორლანდო მეჯიქი“ „დეტროიტ პისტონსთან“ სერიაში დაწინაურდა. ორლანდოში პირველივე შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და „მეჯიქმა“ 113:105 გაიმარჯვა.
გოგა ბითაძემ დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ 11 წუთი ითამაშა, გუნდს კი 2 ქულით და 2 მოხსნით დაეხმარა. ქართველმა კალათბურთელმა 3 სროლიდან ერთი ჩააგდო.
„დეტროიტში“ საუკეთესო სედ კანინგემი იყო 27 ქულით და 9 მოხსნით, ხოლო „ორლანდოს“ დესმონდ ბეინმა ულიდერია - 25 ქულა, 7 მოხსნა.
სერიაში „ორლანდო“ 2:1 დაწინაურდა, მომდევნო მატჩი კი 28 აპრილს, ისევ ორლანდოში გაიმართება.







