ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურის მატჩში მადრიდის „ატლეტიკომ“ ბილბაოს „ატლეტიკი“ 3:2 დაამარცხა.
მატჩის პირველი გოლი 23-ე წუთზე „ბილბაოს“ მცველმა აიტორ პარედესმა გაიტანა. „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა 49-ე წუთზე გაათანაბრა. ხუთი წუთის შემდეგ ნორვეგიელმა ალექსანდრ სიორლოტმა მასპინძლები წინ გაიყვანა, ხოლო 90+3 წუთზე მანვე დუბლი მიითვალა. 90+7 წუთზე გორკა გურუზეტამ მასპინძლების წინააღმდეგ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 3:2 გახადა.
ლა ლიგის 33 მატჩის შემდეგ, „ატლეტიკოს“ 60 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. „ბილბაო“ 41 ქულით მეცხრეზე.





