ფეხბურთი

12:15 | 26.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ისტორიის ხელახლა დაწერა გვსურს"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ანჟერთან“ გამარჯვების (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც ესპანელმა თქვა, ასეთი თამაში და მოგება, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოსამზადებლად საუკეთესო გზაა:

კარგი შეგრძნებაა. ლიდერობა გავზარდეთ, 6-ქულიანი უპირატესობა გვაქვს და 4 თამაში დაგვრჩა. ეს მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, გუნდმა თამაში ძალიან კარგად დაიწყო, ძალიან ერთმანეთთან დაკავშირებული იყო. კარგად შევასრულეთ სამუშაო და ეს ჩვენთვის ძალიან პოზიტიურია.

ასეთი შედეგი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის მომზადების საუკეთესო გზაა. ეს მნიშვნელოვანია თითოეული ფეხბურთელის ინდივიდუალური თავდაჯერებულობისთვის, ასევე გუნდისა და გულშემატკივრებისთვის. მზად ვართ. ხვალ, ამ ნახევარფინალისთვის პირველ ვარჯიშს ჩავატარებთ. გვინდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი, ევროპის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ, მაგრამ მოქმედი ჩემპიონები ვართ და ისტორიის ხელახლა დაწერა გვსურს.

რატომ შეცვალე სამი ფეხბურთელი შესვენებაზე? ახლა არ არის დრო, რომ „ბაიერნს“ რაიმე ინფორმაცია მივაწოდოთ. ყველა მზადაა და მოუთმენლად ველით ნახევარფინალში თამაშს. ფეხბურთელებთან ყველაფერი კარგადაა, არ ინერვიულოთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ გარდა იმისა, რომ პსჟ-მ მოიგო და 6 ქულით გაუსწრო „ლანსს“, რაც უდიდესი ნაბიჯია ჩემპიონობისკენ, „ბაიერნთან“ მატჩამდე გუნდის ლიდერებსაც დასვენების საშუალება მიეცა. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას, დეზირე დუეს და უსმან დემბელეს საერთოდ არ უთამაშიათ და ისინი „ბაიერნთან“ მატჩს დასვენებულები შეხვდებიან.

„პარი სენ-ჟერმენი“ 2 მაისს „ლორიანს“ უმასპინძლებს, მაგრამ მანამდე 28 აპრილს, „ბაიერნს“ ასევე, პარიზში დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174097