„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ მონტანიემ „ტრუასთან“ მარცხის (0:3) შემდეგ მსაჯის მიმართ ბრაზი გამოხატა.
ის უკმაყოფილო იყო ეპიზოდით, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი საკმაოდ სერიოზულად დაშავდა და მსაჯმა ჯარიმაც არ დანიშნა:
„მსაჯები იქ ფეხბურთელების დასაცავად არიან და სკანდალურია, რომ ზურიკო დავითაშვილის წინააღმდეგ უხეშობისთვის ჯარიმა საერთოდ არ დანიშნულა. გაბრაზებული ვარ, რომ ყველაფერი დაუსჯელი დარჩა. მაშინაც კი, თუ მსაჯი ჩვენს დამარცხებას მსაჯს ვერ დავაბრალებთ.
მატჩი მოიგო გუნდმა, რომელმაც ყველაზე ნაკლები შეცდომა დაუშვა, ჩვენი შეცდომებით დავისაჯეთ. არაბალანსირებული შემადგენლობა გვყავს, უბრალოდ ასეა. სამი ან ოთხი ძირითადი მოთამაშე გვაკლია... ყველა მატჩი განსხვავებულია და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ეს ჩვენს პრობლემას არ შეცვლის: უნდა მოვიგოთ როდეზში და ამიენთან, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება.
„რთული საღამო იყო? არა, ეს ბნელი საღამო იყო. ჯერ ჟულიენ ლე კარდინალი დავკაგრეთ, შემდეგ მაჰმუდ ჯაბერი, ახლა ზურიკო დავითაშვილს ვკარგავთ. ეს ბევრია, მაგრამ ასეა... როდესაც ზედიზედ ორ მატჩს აგებ, საუკეთესო ორეულში ვერ დარჩები. ბოლომდე მოგვიწევს ბრძოლა“, - თქვა მონტანიემ.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 13 გოლით ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა.
„სენტ ეტიენი“ 57 ქულით მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა, „ლე მანს“ ერთი ქულით ჩამორჩა. მესამე ადგილი კი ლიგა 1-ში გადასასვლელი არ არის, მხოლოდ პლეი-ოფში მონაწილეობის უფლებას იძლევა. მომდევნო ტურში „მწვანეები“ 2 მაისს, „როდეზს“ ესტუმრებიან.
თავის მხრივ, „ტრუამ“ უკვე მოიპოვა ლიგა 1-ის საგზური და ფრანგული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა.





