სლოვაკეთის ჩემპიონატში „დუნაისკა სტრედამ“ „ჟილინა“ 3:1 დაამარცხა, გიორგი გაგუა და ცოტნე კაპანაძე საგოლე პასებით გამოირჩნენ.
გაგუამ შეუცვლელად ითამაშა და 36-ე წუთზე შესანიშნავად იმოქმედა, რის შემდგომაც მეტოქის კარი ანდრეას გრუბერმა დალაშქრა. 59-ე წუთზე მოედანზე ცოტნე კაპანაძე შევიდა, რომელმაც 4 წუთში ასისტი მიითვალა და გოლი ალიუნ სილამ გაიტანა.
გაგუას მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს აქტივში, კაპანაძეს - 26 თამაშში 3 ასისტი. „ჟილინაში“ შეუცვლელად ითამაშა ალექსანდრე ნარიმანიძემ.
„დუნაისკა სტრედა“ 55 ქულით მეორე პოზიციას იკავებს და 2 მაისს, ბრატისლავის „სლოვანს“ ესტუმრება, „ჟილინა“ კი 49 ქულით მეოთხე საფეხურზეა და 5 მაისს, შინ „მიხალოვცეს“ შეხვდება.







