მანუჩარ მარკოიშვილმა „მონაკო“ ჯერ ევროლიგის პლეი-ოფში გაიყვანა, ამჯერად კი სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.
„მონაკომ“ საფრანგეთის თასის ფინალში „ლე მანს“ დაძაბულ ბრძოლაში 87:83 აჯობა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და „მონეგასკებმა“ ბოლო წამებზე მოიგეს და საფრანგეთის თასი ისტორიაში მეორედ მოიპოვეს.
მანუჩარ მარკოიშვილი „მონაკოში“ სამწვრთნელო შტაბში იყო, მაგრამ მეორე თვეა ვასილის სპანულისი მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვალა.
აქვე შეგახსენებთ, რომ „მონაკო“ ევროლიგის პლეი-ოფში პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება.







