ფეხბურთი

15:42 | 26.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ჯექსონს არ გამოისყიდის, ოლისეს გაყიდვას არ აპირებს და გორდონის შეძენა სურს

მიუნხენის „ბაიერნი“ ზაფხულში ლონდონის „ჩელსიდან“ ნიკოლას ჯექსონს არ გამოისყიდის. ეს ცნობა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა ZDF-ს დაუდასტურა.

სენეგალელის გამოსასყიდი ფასი 65 მილიონი ევროა, მაგრამ გერმანელები ამ პუნქტის გააქტიურებას არ აპირებენ და ჯექსონი ზაფხულში „ჩელსიში“ დაბრუნდება, რის შემდგომაც ინგლისურ კლუბთან ერთად შეაფასებს თავის მომავალს.

გარდა ამისა, „ბაიერნის“ დირექტორმა ებერლმა თქვა, რომ მაიკლ ოლისეს გაყიდვას არ აპირებენ. ფრანგი ფეხბურთელი მადრიდის „რეალს“ დაუკავშირეს, მაგრამ როგორც ჩანს, „რეკორდმაისტერში“ სხვა გეგმები აქვთ. ამასთან, მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ „ბაიერნს“ ზაფხულში „ნიუკასლიდან“ ენტონი გორდონის შეძენა სურს. ებერლმა ამ თემაზეც ისაუბრა:

„ოლისე აბსოლუტურად ხელშეუხებელია, შანსი არ არის, მის გაყიდვაზე წამითაც არ გვიფიქრია. გორდონის დამატება? უპატივცემულობა იქნებოდა ფეხბურთელზე საუბარი, რომელსაც კონტრაქტი სხვა გუნდთან აქვს. შეგვიძლია ბაზარზე მშვიდი მიდგომა გვქონდეს და ზაფხულში ჭკვიანურად ვიმოქმედოთ“, - თქვა ებერლმა.

ნიკოლას ჯექსონმა „ბაიერნის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა და 10 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162783