მადრიდის „რეალი“ არგენტინის ნაკრებისა და „კომოს“ ფეხბურთელ ნიკო პასს დაიბრუნებს.
21 წლის შემტევი ნახევარმცველი მეორე სეზონია, რაც იტალიურ კლუბში შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ „რეალს“ მისი უკან გამოსყიდვის უფლება აქვს, რომელსაც გამოიყენებს და პასი ზაფხულში „ბერნაბეუზე“ დაბრუნდება.
ნიკომ „კომოს“ მაისურით 2024 წლიდან 72 მატჩში 19 გოლის გატანა შეძლო. ის „რეალის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2023-2024 წლების სეზონში 8 თამაშში 1 გოლი გაიტანა.





