ფეხბურთი

16:15 | 26.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი იეგოიანის გოლი ნიდერლანდების ერედივიზიონში

ნიდერლანდების ჩემპიონატის 31-ე ტურში „ექსელსიორმა“ „უტრეხტთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ირაკლი იეგოიანმა კი გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 69-ე წუთზე დალაშქრა, რითაც ანგარიში 4:0 გახადა. თავდაპირველად გოლი VAR-ზე თამაშგარე მდგომარეობის გამო მოწმდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ჩაითვალა. "ექსელსიორმა" მეტოქე 5:0 გაანადგურა.

იეგოიანი 76-ე წუთზე შეცვალეს. ირაკლის ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„ექსელსიორმა“, რომელიც ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, 6 თებერვლის შემდეგ პირველად მოიგო, შედეგად, 31 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილზე გადავიდა, მომდევნო ტურში კი 2 მაისს, „გრონინგენს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169792