კალათბურთი

16:50 | 26.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ლიგა ენდესაში და "ბარსელონას" გამარჯვება

„ბარსელონამ“ ესპანეთის ლიგა ენდესას 28-ე ტურში სტუმრად „ბასკონია“ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 95:92 დაამარცხა, რასაც ვერ მოახერხებდა, რომ არა თორნიკე შენგელია.

ქართველმა კალათბურთელმა ბრწყინვალედ ითამაშა, მატჩის MVP გახდა და სწორედ გადამწყვეტ მომენტში „ბარსელონას“, რომელიც აგებდა, ულიდერა, საბოლოოდ კი, გამარჯვება მოაპოვებინა.

შენგელიამ 30 წუთში 20 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 12-დან 8 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 26 აღმოჩნდა.

შენგელია „ბასკონიაში“ წლების განმავლობაში თამაშობდა, სადაც ესპანეთის ჩემპონობაც შეძლო, მაგრამ ამჯერად, ყოფილი ფანების წინაშე „ბარსას“ მოაგებინა. „ბასკონიაში“ არ უთამაშია მათე ხატიაშვილს, რომელიც განაცხადში არ იყო.

„ბარსელონა“ 19 მოგებით 9 წაგებით მეოთხე პოზიციაზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი, 3 მაისს, საკუთარ მოედანზე „გრან კანარიასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089895