ესპანეთის პრიმერა FEB-ის (რანგით მეორე დივიზიონი) 32-ე ტურში „გიპუზკოა“ სტუმრად „ლეიმა კორუნიას“ შეხვდა, რომელთანაც 81:92 დამარცხდა.
„გიპუზკოამ“ ბოლო პერიოდში შეამცირა ჩამორჩენა, თორემ გაცილებით დიდი სხვაობით წააგებდა.
გიორგი კორსანტიამ 14 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 11 ქულით, 5 მოხსნით და 1 პასით გამოირჩა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 4 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზზე კი არ დამდგარა.
„გიპუზკოა“ 18 მოგებით და 12 წაგებით მეხუთე ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო ტურში 3 მაისს, „ჰესტია მენორკას“ შეხვდება.







