თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში „ტრაბზონსპორმა“ „გალათასარაის“ უმასპინძლა, რომელიც 79:69 დაამარცხა.
ისევ საუკეთესო და მატჩის MVP იყო მარკის რიდი, რომელმაც 33 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 17 ქულა, 12 პასი, 6 მოხსნა და 5 ჩაჭრა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელისთვის მართლაც ძალიან ნაყოფიერი თამაში იყო. მან 11-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. რიდის მარგი ქმედების კოეფიციენტი 26 გამოდგა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე დამსახურებულად გახდა.
„ტრაბზონსპორი“ თურქეთის ჩემპიონატში 18 მოგებით და 10 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 მაისს, „ტურკ ტელეკომს“ ესტუმრება.







