ლონდონის „ჩელსიმ“ ლიამ როსენიორის გარეშე პირველივე მატჩი მოიგო და ასოციაციის თასის ფინალში გავიდა.
„არისტოკრატებმა“ „უემბლიზე“ „ლიდს იუნაიტედი“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხეს. მატჩის ბედი ენცო ფერნანდესმა გადაწყვიტა, რომელმაც იორკშირელთა კარი 23-ე წუთზე დალაშქრა.
დარჩენილ დროში „ჩელსიმ“ შეინარჩუნა უპირატესობა და არაფერი შეცვლილა.
„ჩელსი“ ასოციაციის თასის ფინალში 16 მაისს, „უემბლიზე“ „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება.





