ჭიდაობა

20:45 | 26.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ გამყრელიძის და მირიან მაისურაძის ბრინჯაოს მედლები ევროპის ჩემპიონატზე

საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ბოლო საშეჯიბრო დღეს ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ), რომელმაც ნახევარფინალში მარცხის შემდეგ მედლისთვის ბრძოლაში თურქი ოსმან გოჯენი 8:1 დაამარცხა და კვარცხლბეკზე ავიდა.

მირიან მაისურაძემ (92 კგ) რეპეშაჟში იაროსლაუ იადკოუსკი 5:0 დაამარცხა, მედლისთვის ბრძოლაში კი შვეიცარიელ სამუელ შერერს გაეჯიბრა, რომელსაც 4:0 აჯობა და მედალი დაისაკუთრა.

74 კგ წონით კატეგორიაში ძალიან ახლოს იყო ბრინჯაოს მედალთან გიორგი ელბაქიძე, რომელმაც ფარად ჯაფარ ნოურიხორჯესტანთან ძალიან დრამატულ ბრძოლაში წააგო. ელბაქიძე 6:0 დაწინაურდა, შემდეგ 6:8 ჩამორჩა, მაგრამ მალევე 2 ქულა აიღო და 8:8-ზე ის მედალს იგებდა. მიუხედავად ამისა, ბოლოს კიდევ ორი ქულა გაუშვა, 8:10 დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველომ ევროპის ჩემპიონატი 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რომლებიც ვლადიმერ გამყრელიძემ, მირიან მაისურაძემ, აკაკი ქემერტელიძემ და გივი მაჭარაშვილმა მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა, თუმცა, ოქროს მედალი ქართველებმა ვერც აქ მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173214