საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში „მეცი“ „ლე ავრს“ ესტუმრა და გიორგი ქვილითაიამ ზედიზედ მეორედ გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა, რომელმაც წინა ტურში „პარიზი“ დაამწუხრა, ამჯერად თავური დარტყმით აიღო „ლე ავრის“ კარი და მეცხრე წუთზე ანგარიში გაათანაბრა (1:1).
პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა, რომელიც გოტიე ანმა შეაგდო და მანაც გაათანაბრა (2:2). „მეცი“ ოთხჯერ აგებდა, მაგრამ ოთხჯერვე გაათანაბრა და ქულა მოიპოვა - დრამატული მატჩ 4:4 დასრულდა.
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ქვილითაიამ 83-ე წუთამდე, ხოლო გიორგი აბუაშვილი თამაშში ასევე 83-ე წუთზე ჩაერთო.
გიორგი წიტაიშვილს მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 31 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქვილითაიას აქტივში შვიდ შეხვედრაში 2 გოლია, აბუაშვილმა კი 19 თამაშში და ასევე ორი გოლი გაიტანა.
ეს ქულა „მეცს“ ვერაფერში წაადგება - დიდი ალბათობით, გავარდება, რადგან 9 ნოემბრის შემდეგ არ მოუგია და 16 ქულით ბოლო ადგილზეა, 9 ქულა აშორებს პლეი-აუტის ზონასთან, ხოლო პირდაპირ დარჩენის შანსი უკვე დაკარგა. მომდევნო ტურში „მეცი“ 2 მაისს, „მონაკოს“ უმასპინძლებს.





