ფეხბურთი

21:49 | 26.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიზო მამაგეიშვილის საგოლე პასი ავსტრიის ჩემპიონატში

ავსტრიის ჩემპიონატში გრაცის „შტურმმა“ ზედიზედ მეოთხე ფრე ითამაშა, ამჯერად შინ ვენის „აუსტრიას“ დაუზავდა - 1:1.

გრაცელებმა ქულა 85-ე წუთზე გადაარჩინეს, როდესაც პოლ კოლერმა გოლი გაიტანა, ხოლო საგოლე პასი გიზო მამაგეიშვილის აქტივშია. მან და ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.

კიტეიშვილს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. კიტე 14 გოლით ბომბარდირებში პირველ ადგილზეა და 1 გოლით უსწრებს „რიდის“ ფეხბურთელ კინგსტონ მუტანდვას. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 38 თამაშში 18 გოლი და 3 საგოლე პასია. მამაგეიშვილს „შტურმში“ 10 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც ორჯერ პენალტი მოიპოვა და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

„შტურმი“ ლიდერობას „ლასკთან“ იყოფს, ასევე, მხოლოდ ორი ქულით უსწრებს „ზალცბურგს“, რომელსაც მომდევნო ტურში 3 მაისს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.157452