უკრაინის პრემიერლიგის 25-ე ტურში „შახტარმა“ „კუდრივკა“ 3:1 დაამარცხა, ირაკლი აზაროვმა კი საგოლე პასი გააკეთა.
ქართველი მცველის გადაცემით 57-ე წუთზე არტიომ ბონდარენკომ შორი მანძილიდან ზუსტად დაარტყა, რის შედეგადაც ანგარიში 3:0 გახდა. ირაკლი 74-ე წუთზე შეცვალეს.
აზაროვს მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 2 საგოლე პასი აქვს გაკეთებული, კონკრეტულად უკრაინის ჩემპიონატში პირველი ასისტით გამოირჩა (9 მატჩში).
„შახტარი“ 60 ქულით პირველ ადგილზეა, 8-ქულიანი უპირატესობა აქვს უახლოეს მდევარ „ჩერკასისთან“, მომდევნო ტურში კი 3 მაისს, კიევის „დინამოს“ ესტუმრება.







