ფეხბურთი

22:26 | 26.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა, მაგრამ ჩემპიონობასთან ნაბიჯშია

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში „ინტერი“ „ტორინოს“ ესტუმრა და ქულები დაკარგა, მაგრამ ჩემპიონობასთან მაინც ძალიან ახლოსაა.

კრისტიან კივუს გუნდისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა. მარკუს ტურამის და იან ბისეკის გოლებით „ნერაძური“ 2:0 დაწინაურდა. ორივე საგოლე პასი ფედერიკო დიმარკომ გააკეთა, რომელსაც ამ სეზონში 18 ასისტი მოუგროვდა, რაც სერია A-ს ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

თუმცა, „ინტერმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 70-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ შეამცირა სხვაობა, ხოლო სულ მალე ნიკოლა ვლაშიჩმა პენალტით წონასწორობა აღადგინა და მატჩი 2:2 დასრულდა.

„ინტერი“ 79 ქულით ლიდერობს სერია A-ს, 10 ქულით უსწრებს „ნაპოლის“ და მომდევნო ტურში „პარმას“ თუ დაამარცხებს, ჩემპიონი გახდება.

„ტორინო“ – „ინტერი“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ტურამი (23), 0:2 ბისეკი (61), 1:2 სიმეონე (70), 2:2 ვლაშიჩი (79, პენ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088957