ესპანეთის პრიმერა FEB-ის 32-ე ტურში დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტმა“ 77:68 დაამარცხა „ალიკანტე“ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
შესანიშნავად ითამაშა სანაძემ, რომელმაც 27 წუთში საკუთარ გუნდს 23 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 5 ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. დუდა მატჩის MVP იყო.
„პალმერ ბასკეტი“ 8 გამარჯვებით და 22 მარცხით მე-14 პოზიციაზეა, ხოლო მომდევნო ტურში 3 მაისს, „ესტუდიანტესს“ ესტუმრება.







