კალათბურთი

0:10 | 27.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 8 მოხსნა, "ტორონტომ" სერიაში ჩამორჩენა შეამცირა

„ტორონტომ“ NBA-ში „კლივლენდთან“ სერიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა და ჩამორჩენა შეამცირა.

„რეპტორსმა“ მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, 93:89 აჯობა. შეხვედრის ბედი ბოლო წამამდე გაურკვეველი იყო - საბოლოოდ, კანადურმა გუნდმა გაიმარჯვა.

სანდრო მამუკელაშვილმა მხოლოდ 13 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 2 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა სამიდან ერთი სროლა გამოიყენა.

საუკეთესოები სკოტ ბარნსი და დონოვან მიტჩელი იყვნენ 23-23 ქულით.

სერიაში „ტორონტო“ ისევ მარცხდება (1:2), მეოთხე მატჩი კი 30 აპრილს, კლივლენდში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.189258