ფეხბურთი

1:04 | 27.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის "ვილიარეალის" მორიგი გამარჯვება ლა ლიგაში

ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ვიგოს „სელტას“ უმასპინძლა, რომელიც 2:1 დაამარცხა.

მარსელინოს გუნდი მეორე წუთზე ჟერარ მორენოს პენალტით დაწინაურდა, რასაც მალევე ნიკოლა პეპეს გოლი მოჰყვა და 2:0. მეორე ტაიმში ვიგოელებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მეტი ვერ მოახერხეს.

მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, 85 წუთი ითამაშა, მაგრამ გოლი ისევ ვერ გაიტანა და მოედანი შედეგიანი მოქმედების გარეშე დატოვა. თუმცა, ახლოს იყო ლამაზ გოლთან, როცა პირველი ტაიმის ბოლოს მახვილი კუთხიდან და შორი მანძილიდან ურტყამდა, ოდნავ არ გაუმართლა.

გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 38 შეხვედრაში 11 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. გარდა, ამისა, 1 გოლი ლიგა 1-შიც გაიტანა, რადგან სეზონი საფრანგეთის ჩემპიონატში, კერძოდ, "ლიონში" დაიწყო.

„ვილიარეალი“ 65 ქულით მესამე ადგილზეა და დიდი შანსია, სეზონი სამეულში დაასრულოს, მომდევნო ტურში კი 2 მაისს, „ლევანტეს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091169