ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მატჩი „უესკასა“ და „სარაგოსას“ შორის ჩხუბით დასრულდა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „სარაგოსას“ მეკარემ, ესტებან ანდრადამ ხორხე პულიდოს ხელი ჰკრა და „უესკას“ კაპიტანი მიწაზე დაეცა.
შედეგად, მსაჯმა არგენტინელი მეკარე გააფრთხილა, რამაც მისი გაცხარება გამოიწვია. ის პულიდოს მიუბრუნდა, რომელსაც სახეში მუშტი დაარტყა და მოედანზე ჩხუბი დაიწყო. ანდრადა გააძევეს, ისევე, როგორც მისი თანაგუნდელი დანი ტასენდე და „უესკას“ წევრი დანი ხიმენესი.
მატჩი „უესკამ“ 1:0 მოიგო. ძალიან პრინციპული თამაში იყო, ეს არაგონული დერბია, თანაც, ახლა გუნდები ლა ლიგა 2-ში დასარჩენად იბრძვიან. „უესკამ“ 36 ქულა დააგროვა და მე-19 ადგილზეა, „სარაგოსას“ 35 ქულა აქვს და 21-ე პოზიციაზეა - ორივე გასავარდნ ზონაში.





