ფეხბურთი

1:34 | 27.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

გულიაშვილს ორი გოლი გაუუქმეს, "რასინგმა" ვერ მოიგო

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 37-ე ტურში სანტანდერის „რასინგი“ „სეუტას“ ესტუმრა და უგოლოდ დაუზავდა - 0:0.

მატჩი შეიძლებოდა ასე არ დასრულებულიყო, რადგან გიორგი გულიაშვილმა ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ორივე შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობის გამო VAR-მა გოლი გაუუქმა. გიორგი მოედანზე 75 წუთის განმავლობაში იყო.

გიორგი გულიაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

„რასინგი“ 69 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 3 მაისს, „უესკას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092318