ფეხბურთი

10:50 | 27.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩავი სიმონსი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

ნიდერლანდების ნაკრებისა და "ტოტენჰემის" ნახევარმცველი ჩავი სიმონსი ტრავმის გამო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.

23 წლის ფეხბურთელმა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, აღნიშნული დაზიანება მან "ვულვერჰემტონთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა.

სამედიცინო დასკვნის მიხედვით, სიმონსს დაახლოებით 8-თვიანი რეაბილიტაცია დასჭირდება, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ის ვერც მიმდინარე სეზონში დაბრუნდება და ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე დაეხმარება ნიდერლანდების ნაკრებს.

ჩავი სიმონსმა სოციალურ ქსელში ვრცელი და ემოციური პსოტი გამოაქვეყნა და გულშემატკივარს მიმართა:

„ამბობენ, რომ ცხოვრება შეიძლება სასტიკი იყოს და დღეს ნამდვილად ასეა. ჩემი სეზონი მოულოდნელად დასრულდა და ჯერ კიდევ ვცდილობ ამას შევეგუო.გულწრფელად რომ ვთქვა, გული დამწყდა. ვერაფერს ვიგებ.

ერთადერთი რაც მინდოდა იყო ჩემი გუნდის დახმარება, თუმცა სამწუხაროდ ეს შესაძლებლობა აღარ მაქვს, მსოფლიო ჩემპიონატთან ერთად. დრო დამჭირდება, რომ ამ ყველაფერს შევეგუო, მაგრამ გავაგრძელებ, ვიყო საუკეთესო თანაგუნდელი. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ამ ბრძოლას მოვიგებთ.

ახლა ამ გზას გავივლი რწმენით, ძალით, გამძლეობით, იმედით და დავიწყებ დღეების თვლას, როდის დავბრუნდები მოედანზე“, - განაცხადა სიმონსმა.

შეგახსენებთ, რომ ჩავი სიმონსი "ტოტენჰემს" 2025 წლის ზაფხულში შეუერთდა, მან ლონდონური კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 5 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089779