მიუნხენის "ბაიერნმა" ნიკოლას ჯექსონის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და მას არ გამოისყიდის. ინფორმაცია კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოფიციალურად დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით გერმანული კლუბი ჯექსონის თამაშით უკმაყოფილოა და მის კონტრაქტში ჩადებული პუნქტის გააქტიურებას არ აპირებს (კონტრაქტის მიხედვით "ბაიერნს" 65 მილიონის სანაცვლოდ ჯექსონის გამოსყიდვა შეეძლო) და ფეხბურთელი "ჩელსიში" დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" ნიკოლას ჯექსონი გასულ ზაფხულს იჯარის წესით დაიმატა, სენეგალელმა "რეკორდმაისტერთა" მაისურით 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 10 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.





