UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლი ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან გასამართი ორთაბრძოლისთვის მზადებას განაგრძობს. სოციალურ ქსელში გავრცელდა "მატადორის" სპარინგის ვიდეოები, სადაც ილია მის სპარინგ-პარტნიორებს მძიმე დარტყმებს აყენებს.
ვიდეოს ბოლოს კომენტარი გააკეთეს ილიას სპარინგ-პარტნიორებმაც:
"მასთან სპარინგი რეალურ ბრძოლას ჰგავდა. ის ისევე იბრძოდა, როგორც რეალურად. მას მგონი ეგონა, რომ მის წინ ჯასტინი იდგა, არა ძმა, ჩვენ ჯასტინი არ ვართ (იცინიან). მისი ხელები ძალიან მძიმეა, მართლა ძლიერად ურტყამს", -თქვეს მებრძოლებმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლა 14 ივნის გაიმართება და ის თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.







