გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ საკუთარ მოედანზე „ზანკტ პაული" 2:0 დაამარცხა და უმაღლეს დივიზიონში დარჩენის შანსი შეინარჩუნა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მატჩში მორიგი გოლის გატანა მოახერხა ბუდუ ზივზივაძემ, ქართველმა ფორვარდმა მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში, როცა კუთხურის შემდეგ ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი.
ბუდუ ზივზივაძეს წარმატებული თამაში დაუფასდა და ავტორიტეტულმა გამოცემა kicker-მა 31-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ზივზივაძე კარგ ფორმაში იმყოფება, მან ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი შეძლო გატანა, წინა ტურში „ფრაიბურგის“ კარი დალაშქრა, ხოლო იქამდე კი, „უნიონსაც“ გაუტანა.
ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში "ჰაიდენჰაიმის" მაისურით 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლით გამოირჩა.





