ფეხბურთი

15:14 | 27.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე ტრავმირებულია და მიმდინარე სეზონში "რეალის" მაისურით ვეღარ ითამაშებს

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალისა" თავდამსხმელი კლიან მბაპე ტრავმირებულია და მიმდინარე სეზონში "რეალის" მაისურით ვეღარ ითამაშებს. ინფორმაციას "სამეფო კლუბმა" ოფიციალურად დაადასტურა.

კლუბის ცნობით, მბაპეს მარცხენა ფეხის ნახევრად მყესოვანი კუნთი აქვს დაზიანებული, რის გამოც მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება მისი მინდორზე დაბრუნება. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეს ყველაფერი მის რეაბილიტაციაზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ "რეალის" მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 41 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემით გამოირჩა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090037