ფეხბურთი

19:48 | 27.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" მზადაა ზაფხულში რაფაელ ლეაო გაყიდოს

26 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა რაფაელ ლეაომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა "მილანი" დატოვოს. ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "როსონერი" მზად არის რაფაელ ლეაოს ტრანსფერზე წინადადებები განიხილოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველი შეთავაზების შემთხვევაში მზად არიან პორტუგალიელს შეელიონ. ამ მომენტისთვის ყველაზე დიდ ინტერეს ლეაოს მიმართ "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს. ჯერჯერობით ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცნობისთვის, რაფაელ ლეაო "მილანის" ღირსებას 2019 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. მას მიმდინარე სეზონში 28 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 10 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092144