ფეხბურთი

16:27 | 27.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ დაასახელა მიმდინარე სეზონში მისი ყველაზე ლამაზი გოლი

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიურ Sky Sport-ს მცირე ინტერვიუ მისცა, რომელშიც „ბაიერნზე“ და პსჟ-ში თამაშზეც ისაუბრა.

„ბაიერნს“ ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავს და ეს ნახევარფინალია, მაგრამ გვინდა, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან, მაგრამ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია.

სეზონის საუკეთესო გოლი ჩემთვის რომელია? ვფიქრობ, რომელიც „ნანტის“ წინააღმდეგ გავიტანე. თუმცა, კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი და იმედი აქვს, უფრო ლამაზ გოლებს გავიტან.

ჩვენი თამაშის სტილი სხვებისთვის ძნელი გასაგებია. მიზანია, შეტევა და დაცვა. შემტევ ფეხბურთელებს ბევრი თავისუფლება გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ ლუის ენრიკესთან მუშაობით და ვამაყობ, რომ აქ გადმოვედი“, - თქვა კვარაცხელიამ.

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 42 შეხვედრაში 16 გოლით და 9 საგოლე პასით გამოირჩა.

„ბაიერნი“ – „პარი სენ-ჟერმენთან“ ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობას ფლობს: 16 მატჩი, 9 მოგება და 7 წაგება (ფრე ამ გუნდებში არასდროს დაფიქსირებულა).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089413