MMA-ის გამორჩეული ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი დასაბრუნებლად ემზადება, მებრძოლმა ვარჯიშის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც მოკლე კომენტარიც გაუკეთა. ირლანდიელის თქმით, მისი დაბრუნება აუცილებლად მოხდება.
"ფეხები ისევ გილიოტინასავით ბასრია. ვარჯიში ახალგაზრდა მგლებთან ერთად, ვლესავ დანას. დაბრუნება ახლოვდება, მოგწონთ ეს თუ არა", -წერს მაკგრეგორი.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა გამოცემების ინფორმაციით კონორ მაკგრეგორის დაბრუნება UFC 329-ზეა მოსალოდნელი, სადაც ირლანდიელი მაქს ჰოლოვეის დაუპირისპირდება.







