კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა რომარიოსთან ინტერვიუს დროს ლამინ იამალზე ისაუბრა. ესპანელის განცხადებით, იამალი „რჩეული მოთამაშეა“ და უკვე იმ დონეზე იმყოფება, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებისთვისაა დამახასიათებელი.
"ლამინ იამალი რჩეული მოთამაშეა და მისი ლიონელ მესისთან შედარება უკვე სავსებით შესაძლებელია. ის ფეხბურთის გენიოსია და უკვე მიაღწია უმაღლეს დონეს, მაგრამ ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული — მის მენტალიტეტზე, ენერგიასა და სურვილზე, რომ ისტორიის წერა გააგრძელოს", - განაცხადა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალის დებიუტი "ბარსელონას" ძირითად გუნდში 2023 წელს შედგა, სწორედ იმ დროს, როდესაც "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი იყო.





