ფეხბურთი

17:12 | 27.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "კვარა ჩენთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, პიროვნული თვისებებით"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

მან ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიაზეც, კერძოდ, მის მეტსახელზე (კვარადონა). ლუის ენრიკემ თქვა, რომ კვარა ძალიან მნიშვნელოვანია პსჟ-სთვის, არა მხოლოდ, როგორც ფეხბურთელი, არამედ - პიროვნებაც.

„მას კვარადონას და ყველაფერს ვეძახი. ეს ძალიან ორიგინალური და ლამაზი მეტსახელია. ნეაპოლში ყოველთვის სიამოვნებთ მარადონას გახსენება. კვარა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, არა მხოლოდ მისი საფეხბურთო დონის გამო, არამედ იმითაც, რასაც როგორც ადამიანი გადმოსცემს. და, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 42 შეხვედრაში 16 გოლით და 9 საგოლე პასით გამოირჩა.

„ბაიერნი“ – „პარი სენ-ჟერმენთან“ ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობას ფლობს: 16 მატჩი, 9 მოგება და 7 წაგება (ფრე ამ გუნდებში არასდროს დაფიქსირებულა).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092386