აზერბაიჯანის პრემიერლიგის 29-ე ტურში „ზირამ“ „ტურანთან“ მატჩში ქულა დავით ვოლკოვის გოლით მოიპოვა.
ქართველმა ფორვარდმა 63-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი, როცა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. მან შეუცვლელად ითამაშა, გიორგი პაპუნაშვილი სათადარიგო სკამზე იყო. ვოლკოვს მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.
„ზირა“ 46 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 მაისს, „გაბალას“ უმასპინძლებს.







