ფეხბურთი

22:35 | 27.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალისონი "იუვენტუსის" შეთავაზებით მოხიბლულია

ტურინის „იუვენტუსს“ „ლივერპულის“ მეკარის, ალისონ ბეკერის გადაბირება სურს და ტრანსფერზე მუშაობს.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ბრაზილიელი მეკარე მოხიბლულია ამ ვარიანტით, რადგან „იუვენტუსი“ მას უფრო გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობს, ვიდრე „ლივერპულთან“ აკავშირებს - 2027 წლის ზაფხულამდე.

თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას „ლივერპული“ მიიღებს იმის გათვალსიწინებით, რომ კლუბს სეზონის ბოლოს უფასოდ მოჰამედ სალაჰი და ენდრიუ რობერტსონი დატოვებენ, უცნობია, შეელევა თუ არა ალისონსაც.

რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება გიორგი მამარდაშვილისთვისაც, რომელიც ამჟამად ალისონის შემცვლელია. არაა გამორიცხული, რომ თუ ალისონი "იუვეში" წავა, "იუვედან" "ლივერპულს" მიაშუროს მიკელე დი გრეგორიომ და მამარდაშვილის შემცვლელი გახდეს.

ალისონს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც „რომას“ ღირსებას იცავდა და მას ლუჩანო სპალეტი წვრთნიდა, რომელიც ახლა „იუვენტუსშია“ და სწორედ გამოცდილ სპეციალისტს სურს მისი გადაბირება. ალისონმა „ლივერპულში“ 2018 წლიდან დღემდე 332 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლიც გაიტანა.

გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 8, ჩემპიონთა ლიგაზე - 7, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1. ქართველ მეკარეს 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088899